7 საუკეთესო ფიტნეს-სამაჯური Engadget-ის მიხედვით

დაბრუნება Posts

7 საუკეთესო ფიტნეს-სამაჯური Engadget-ის მიხედვით


დღეს გაყიდვაში ძალიან ბევრი ჭკვიანი ტრეკერი გვაქვს, ეს კი ბევრად ართულებს ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას დამოუკიდებლად. ჩვენ გთავაზობთ 7 ყველაზე საინტერესო მოდელს.

c3b3c66b847ba92c48308481b895ceeb

Pivotal Living Life Tracker 1

ამ ტრეკერში გაერთიანებულია ყველა საბაზისო ფუნქცია: ნაბიჯების რაოდენობის, გავლილი მანძილის, აქტიურობის ხანგრძლივობის, დამწვარი კალორიების, თქვენი ძილის ხანგრძლივობისა და ხარისხის დათვლა/დაანგარიშება. მაგრამ ეს გაჯეტი, პირველ რიგში, საინტერესოა თავისი ფასით. თქვენ ამ სამაჯურს უფასოდ იღებთ, უბრალოდ ყიდულობთ გამოწერას 12 დოლარად, რომლის გაგრძელებაც წელიწადში ერთხელ მოგიწევთ.

ფასი: 12 დოლარი წელიწადში. Engadget-ის რეიტინგი: 76/100.

1

Sony SmartBand SWR10

სამაჯური აკვირდება ყველა საბაზისო მაჩვენებელს და სინქრონიზაციას აკეთებს მობილურ აპლიკაციასთან Sony Lifelog. ტრეკერი მუშაობს მხოლოდ Android 4.4 და + ოპ. სისტემის მქონე მოწყობილობებზე. მისი განმასხვავებელი და განსაკუთრებული ფუნქცია არის ჭკვიანი მაღვიძარა, რომელიც შეარჩევს საუკეთესო დროს თქვენს გასაღვიძებლად, ასევე ფუნქცია Life Bookmarks, რომელიც პარამეტრების საჭირო დროს დამახსოვრების საშუალებას გვაძლევს. გარეგნულად ტრეკერი მრგვალ დისპლეის წარმოადგენს, რომელსაც შეგიძლიათ სხვადასხვა მრავალფეროვანი სამაჯურები მოარგოთ.

ფასი: 54 დოლარი. Engadget-ის რეიტინგი: 75/100.

2

Fitbit Charge

ტრეკერი აღჭურვილია დისპლეით, რომელზეც გამოისახება ინფორმაცია თქვენი აქტივობის შესახებ (ვარჯიშის რეჟიმები და დღიური აქტიურობა). ასევე ეკრანზე ჩანს დრო, შემომავალი ზარები და შეტყობინებები. ტრეკერის საშუალებით შესაძლებელია თქვენი წონისა და ძილის ხარისხის გაკონტროლება, ასევე შეგიძლიათ აწარმოოთ კვების დღიური. Fitbit Charge სინქრონიზირდება სმარტფონებთანა და კომპიუტერებთან (Mac და PC).

ფასი: 120 დოლარი და მეტი. Engadget-ის რეიტინგი: 77/100.

3

Misfit Flash

Misfit Flash ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად: მისი ტარება შესაძლებელია როგორც მაჯაზე, ისე ტანსაცმელზეც. აქ არ გვაქვს სრულფასოვანი დისპლეი, მაგრამ ჩვენი პროგრესის შემოწმება ციფერბლატის წერტილების მიხედვით შეგვიძლია. ყოველდღიური სტატისტიკისა და ისტორიის დათვალიერება შესაძლებელია სმარტფონზე, ოღონდ ჯერ სპეციალური iOS ან Android აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოთ.

ფასი: 37 დოლარი. Engadget-ის რეიტინგი: 79/100.

4

Jawbone UP24

Jawbone UP24-ით შეგვიძლია მიმდინარე აქტივობის შემოწმება, გვაძლევს მიზნის დასახვისა და მიღებული წყლისა და საკვების აღრიცხვის საშუალებას. თქვენი აქტიურობის შესახებ ინფორმაციის ნახვა შეიძლება სმარტფონის ეკრანზე სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. მას აქვს ფუნქცია Smart Coach, რომელიც დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევასა და მეგობრებთანა და ახლობლებთან დაკავშირება/შეჯიბრებაში. Idle Alert – კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია, რომელიც სიგნალის სახით შეგახსენებთ თქვენს სიზარმაცეს აქტიურობის არქონის შემთხვევაში, მაგალითად, თუ დიდი დროის განმავლობაში ზიხართ ერთ ადგილზე.

ფასი: 69 დოლარი და მეტი. Engadget-ის რეიტინგი: 80/100.

5

TomTom Runner Cardio

TomTom Runner Cardio – ეს გაჯეტი საკმაოდ “წონიანი” აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ განკუთვნილია ჰარდქორ მორბენალი ადამიანებისთვის. ტრეკერი მომხმარებლებს ეხმარებმა დატვირთვასთან შეჩვევასა და ვარჯიშების ოპტიმალური პროგრამის შერჩევაში, რათა მიღწეულ იქნას მაქსიმალური შედეგი ჯამრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე. გაჯეტს აქვს დატვირთვის 5 რეჟიმი, ამის გარდა, თქვენი გულის რიტმის მიხედვით, ის გაცნობებთ, თუ როდის უნდა გაზარდოთ ან შეამციროთ დატვირთვა. ტრეკერი წყალგამძლეა, მუშაობს ნებისმიერ ამინდში. გააქტიურებული GPS-ით გაჯეტი 10 საათს გაგიძლებთ.

ფასი: 269 დოლარი. Engadget-ის რეიტინგი: 83/100.

6

Basis Peak

ამ აქსესუარში საბაზისო ფუნქციების სტანდარტული ნაკრები გვაქვს. მიუხედავად ამისა, მან გარკვეული უნიკალური ფუნქციები მიიღო, რამაც განაპირობა მისი მაღალი ღირებულება. მას აქვს ჩაშენებული სენსორები, რომლებსაც გამოაქვს ინფორმაცია ოფლისა და კანის ტემპერატურის შესახებ. ტრეკერი აკვირდება თქვენი ძილის ხარისხს, თანაც, პულსის მზომი გაუჩერებლად მუშაობს. სენსორულ ეკრანს გამოაქვს შეტყობინებები მესიჯების, ზარებისა და სხვა საბაზისო ფუნქციების შესახებ.

ფასი: 200 დოლარი. Engadget-ის რეიტინგი: 84/100.

7


გააზიარე

დაბრუნება Posts