ჩინეთში სახლები 3D-პრინტერით დაბეჭდეს

დაბრუნება Posts

ჩინეთში სახლები 3D-პრინტერით დაბეჭდეს


ჩინეთში ციანსუს ინდუსტრიულ პარკში 3D-პრინტერით დაბეჭდილი საცხოვრებელი სახლების გამოფენა გაიმართა. ერთერთი სახლი 5-სართულიანია!

როგორ ბეჭდავენ სახლებს

ასეთი ობიექტის შესაქმნელად საჭიროა დიდი პრინტერი, რომლის სიმაღლე 6 მეტრს აღწევს. პრინტერში სამშენებლო მასალებს ურევენ (რკინა, ცემენტი, შუშა). მოწყობილობა შრეების რაოდენობას არეგულირებს, რათა კედლის სისქე შესაბამისი გამოვიდეს. პრინტერს შეუძლია 6,5 მ სიმაღლისა და 10 მ სიგანის ბლოკების “დაბეჭვდა”. ხოლო სიგრძე – 154 მ.

საიდან დაიწყო ყველაფერი

პირველი სახლები ამავე პროვინციაში 2014 წლის მარტს გამოჩნდა. პროექტის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი იყო კომპანია Shanghai WinSun Decoration Design Engineering Co. იმ დროისთვის სულ 10 ერთნაირი სახლი დაბეჭდეს, თითოს ფასი $4500 შეადგენს.

რა ხდება ახლა

შემდეგ ტექნოლოგია დახვეწეს, კომპანიამ რამდენიმე სხვადასხვა ზომის სახლები დაბეჭდა, რომლებიდანაც ყველაზე მაღალი 5-სართულიანია. შემოთავაზებული ეგზემპლარებიდან ყველაზე პატარა სახლები 100 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს. მიუხედავად ასეთი ღირებულებისა, კომპანიამ უკვე მიიღო ასამდე შეკვეთა, მათ შორის ეგვიპტისგანაც.

რისთვის გვჭირდება ეს

კომპანიის გენ. დირექტორის თქმით, ნარჩენების გადამუშავება რამდენჯერმეა შესაძლებელი. მისი აზრით, მომავალში მშენებლობა უფრო სუფთადა და ჩუმად წარიმართება.

1

2.

3


გააზიარე

დაბრუნება Posts