როგორ შეიცვალა დალაქის სამუშაო

დაბრუნება Posts

როგორ შეიცვალა დალაქის სამუშაო


როგორ შეიცვალა ძველი პროფესიები პროგრესის ზემოქმედების შედეგად? მაგალითად, მხატვრებს აქვთ ციფრული პლანშეტები და Photoshop. ახლა ვისაუბრებთ დალაქის პროფესიაზე – რა შეიცვალა, რას ველოდოთ და ა.შ.

10647032_755897557803696_2077408141218535528_n

როგორ დაიწყო ყველაფერი

მოდის ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ სადალაქო ხელოვნება 5 000 წელს ითვლის. ძველ ეგვიპტეში ეს ყველაფერი რიტუალთან ასოცირდებოდა. ანტიკური სამყაროს ყველაზე მოდური ტრენდი პარიკი იყო. სადალაქო ხელოვნების განვითარებამ ახალი სუნთქვა რენესანსის ეპოქაში ჰპოვა.

შემდეგ ეს პროფესია შეიძლება ითქვას გაიყინა და ერთფეროვანი გახდა. მაგრამ ბოლო დროს ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად თმის შეჭრის ხელოვნება თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. იცოდით, რომ თქვენი სურათით სხვა საპარიკმახეროებში შეგიძლიათ სიარული? რითი განსხვავდება მბრუნავი მანქანა ჩვეილებრივისგან და რატომ არის ამის ცოდნა საჭირო? და როგორ ავირჩიოთ iPad-ზე შეჭრილობა ისე, რომ შემდეგ არ ვინანოთ? ამ ყველაფერზე ქვევით ვისაუბრებთ.

როგორ შეიცვალა პროფესია

ადრე სალონები ფუფუნების საგნად ითვლებოდა და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. შემდეგ მოვიდა ევროპული მიდგომა: იაფი შეჭრილობა, სქესის მიხედვით დაყოფა და ა.შ.

კაცებს ჭირდებათ თმების შეჭრა მყუდრო გარემოში. ხარისხიანი შეჭრილობა, და არა როგორც ადრე, გარეთ რომ გახვალ და ყველა შენ გიყურებს. არ უყვართ დიდხანს ლოდინი. არ აინტერესებთ შოპინგზე საუბარი და ა.შ.

როგორ გამოიყურება მომავლის სადალაქო

გოგოებისთვის საჭიროა სხვადასხვა დიამეტრისა და სიგრძის მაკრატელი, ბიჭებისთვის მანქანა და ტრიმერები სხადასხვა დიამეტრის და სხვადასხვა ზომის. გოგოების ადგილისთვის საჭიროა ცივი განათება, რათა შეღებვის შემდეგ სხვაობა ადვილად აღსაქმელი გახდეს, ხოლო ბიჭებისთვის უმნიშვნელოა განათება. ჩვენ ვიჭრით როტაციული მანქანით, რომელიც ნებისმიერი ტიპის თმებს ერევა. ამის წყალობით ლამაზი გეომეტრიული ფორმები გამოგვდის, რომელიც თავზე იდეალურად გვერგება. სახე – უნიკალური ქანდაკება, ხოლო თმები მისი გაგრძელება. ამიტომაც საჭიროა მინიმუმ 3-5 სახის მანქანა სხვადასხვა ზომის პირებით, რათა მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგი მივიღოთ.

10559672_302648929896198_9068022426337737493_n

შემდეგ ადამიანი მიდის სარკესთან. თანამედროვე სალონებში გამოყოფილია ცალკე ადგილი სურათისთვის პროფესიონალური განათებით. ეს სურათი რჩება, როგორც სემფლი. თუ სხვა ადგილას მოუწევს თმების შეჭრა ანახებს სურათს და ეტყვის რომ ასე უნდა შეჭრა.

10570313_302648726562885_8719465883217081520_n

პროგრესული მიდგომის კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი – ონლაინ ჩაწერის სისტემა, მობილური აპლიკაციის გამოყენებით.

ტექნოლოგიის როლის შესახებ

თანამედროვე სალონებს აქვთ აპლიკაციები მობილური პლატფორმებისთვის. მისი ან საიტის საშუალებით შესაძლებელია თმების შესაჭრელად ჩაწერა, რათა რიგში ლოდინმა არ მოგვიწიოს. აპლიკაციაში ირჩევ მომსახურებას, მასტერსა და დროს. შესაძლებელია ასევე ინტერვალის გამოყოფა, რომლის დროსაც შემახსენებელი შეტყობინებები მოგივათ ხოლმე, ასევე შეძლებთ კომენტარის დატოვებას პარიკმახერის ნამუშევარის შესახებ.

10574424_302648959896195_7522523172764559078_n

ასევე აქტიურად ვითარდება სოც. ქსელების გამოყენება. საქართველოშიც აქვთ ნაკლებად განვითარებულ სადალაქოებს FB გვერდები, სადაც სალონის რეკლამირებას და პოპულარიზაციას ცდილობენ. მაგალითად, სილამაზის სალონი “United”. ზოგი Youtube პროექტს უშვებს. მაგალითად დაიდება ტუტორიალები, თუ როგორ გავიპარსოთ პირი სწორად და ა.შ.

პროგრესულად აზროვნების საჭიროების შესახებ

თუ პროგრესს არ აყვები, გაკოტრდები და ჩამორჩები სამყაროს. უნდა განვავითაროდ სოც. ქსელების გამოყენება, რათა უფრო ახლოს ვიყოთ ტექნოლოგიურად განვითარებულ მომხმარებლებთან, რომ მათ შეჭრილობა და წვერი iPad-ით მოირგონ, სემფლი გადაიღონ. ტექნოლოგიები დალაქებს ხელებს უვითარებენ. მთავარი – არ ვიდგეთ ერთ ადგილზე, განვავითაროთ საკუთარი თავები და ყველაფერი გავაკეთოდ სიყვარულით.

10923337_387945628033194_7358143259434027648_n

როგორ შეიცვლება დალაქის პროფესია მომავალში

ჩვენ რობოტები შეგვაჭრიან, ან რაიმე წამლის მსგავს მოიგენებენ, რომელსაც დააპროგრამებ და შესაბამისი ზომის ვარცხნილობას დაიყენებ. იგულისხმება ნანოტექნოლოგიები.

1488325_302648759896215_1339763880897713692_n

P.S. როგორც ხედავთ, ყველაზე ჩვეულებრივი პროფესიაც კი საიდუმლოებებით სავსეა.

მოდით ერთად დავაკვირდეთ, თუ როგორ იცვლება პროფესიები ტექნოლოგიების ზემოქმედების შედეგად. კომენტარებში ველოდებით თქვენს იდეებს და წინადადებებს, რომელი პროფესიის შესახებ დავწეროთ?


გააზიარე

დაბრუნება Posts