რა არის USB Type-C და რითი განსხვავდება ის სხვა ვერსიებისგან

დაბრუნება Posts

რა არის USB Type-C და რითი განსხვავდება ის სხვა ვერსიებისგან


დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სახლში გაქვთ ერთი მოწყობილობა მაინც, რომელსაც აქვს USB პორტი (Universal Serial Bus). საშუალოდ, წელიწადში ხდება 3 მილიარდამდე USB პორტის მიწოდება ბაზარზე. დღეს ის შესაერთებელი პერიფერიული მოწყობილობების ყველაზე პოპულარული სახეობაა. მაგრამ წლებს თავისი მიაქვს, ის ჩამორჩა თანამედროვე IT გაჯეტებს. პორტების განვითარების სიცარიელე გადაწყვიტეს USB Type-C-თი ამოავსონ, რომელიც ჯერ MacBook-ზე, ხოლო შემდეგ მე-2 თაობის Chromebook Pixel-ზე გამოჩნდა.

 3e205da46e606821d331b96c432c6ecd

USB Type-C-ის უპირატესობების გაცნობამდე უნდა გავარკვიოთ თუ რა განსხვავებაა USB-ის წინა თაობის ინტერფეისებს შორის (Tybe-B & Type-A). როგორც წესი, ვერსიები განსხვავდებიან USB კაბელის გადაცემის სიჩქარითა და ფუნქციურობით, ხოლო პორტის ტიპს USB Type კავშირი აქვს ფორმასთანა და კომპონენტთაშორის კავშირთან პორტებთან.

USB Type-A

USB-A-Type-Male-to-USB-A-Type-Male-Cable-2

USB Type-A – ყველაზე გავრცელებული და საცნობად ადვილი პორტის ტიპი. მოწყობილობების უმრავლესობა (მაუსი, კლავიატურა, კამერები და სხვა) აღჭურვილია სწორედ USB Type-A-თი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში შექმნეს. ამ პორტის მთავარი უპირატესობა არის საიმედოობა. ის შეერთების დიდ რაოდენობას უძლებს გატყდომისა და დაზიანების გარეშე. აქ გათვალისწინებულია არასწორი შეერთებისგან დაცვა, ასე რომ მე-2 მხრიდან ვერ შეართებთ. იდეაში, პორტატული მოწყობილობებისთვის დიდი USB Type-A არ გამოდგება, შედეგად შეიქმნა შედარებით პატარა ზომების მქონე მოდიფიკაციები.

USB-ის სხვადასხვა ვერსიებს, მათ შორის USB 1.1, USB 2.0, USB 3.0, აქვთ ერთნაირი USB Type-A დიზაინი. ეს ნიშნავს, რომ USB 3.0 შესაძლებელია დავუკავშიროთ USB 2.0 პორტს.

აღსანიშნავია, რომ არსებოს ამ ტიპის პატარა შესაერთებლებიც, მაგალითად: Mini Type-A & Micro Type-A. მაგრამ მოწყობილობები, რომლებსაც მათი მხარდაჭერა აქვთ, ძალიან ცოტაა.

usb_mini_micro

USB Type-B

როგორც წესი, B ტიპის შესაერთებელი – ეს არის სტანდარტული USB კაბელის მე-2 ბოლო, რომელიც უკავშირდება გაჯეტს (მაგალითად: პრიტნერს, სმარტონფს ან გარე მყარ დისკს).

ვინაიდან მოწყობილობები განსხვავდება ფორმებისა და ზომების მიხედვით, B ტიპის შესაერთებელი და მისი შესაბამისი პორტების სხვადასხვა კონსტრუქციები არსებობს. არსებობს USB Type-B-ის 5 პოპულარული კონსტრუქცია.

dsc3525

ორიგინალური სტანდარტი (Type-B): ეს კონსტრუქცია პირველად გამოიყენეს შემდეგ მოდელში: USB 1.1, შემდეგ კი – USB 2.0. ძირითადად გამოიყენება კომპიუტერთან დიდი პერიფერიული მოწყობილობების დასაკავშირებლად, მაგალითად: პრინტერები და სკანერები.

Mini-USB (ან Mini-B USB): გამოიყენება ციფრულ კამერებში, სმარტფონებსა და ძველ პორტატულ მყარ დისკებზე. ახლა ეს კონსტრუქცია მოძველებულად ითვლება.

Micro-USB (ან Micro-B USB): შედარებით პატარა პორტის კონსტრუქცია, რომელიც ყველაზე პოპულარულია დღეს სმარტფონებსა და პლანშეტებში.

Type-B USB 3.0: განკუთვნილია მოწყობილობებისთვის, რომლებსაც მაღალი წარმადობა სჭირდებათ – NAS. შესაერთებელი ღრმად მოდიფიცირებულია და მისი მიერთება USB 2.0-თან არ გამოვა. იშვიათი ვერსიაა.

Micro-USB 3.0 (ან Micro-B USB 3.0): ძირითადად გამოიყენება პორტატული მყარი დისკებისთვის. განსხვავდება სხვა პორტებისგან ლურჯი ფერით.

ფირმული USB-პორტი

ყველა მოწყობილობა არ იყენებს მაღლა ნახსენებ USB პორტებს. ზოგი კომპანია ფირმულ კონსტრუქციას იყენებეს. დიახ, საუბარია iPhone-სა და iPad-ზე.

iphone3tolto_3

USB Type-C

ფიზიკურად, Type-C-ში პორტი და შესაერთებელი დაახლოებით იმავე ზომის არის, როგორიც მაღლა აღნიშნულ Micro-B USB-ში. მაგრამ Type-C-ის შეასერთებლის ზომა მცირეა წინაბორბედთან შედარებით: 8,4 მმ 2,6 მმ-ზე. ეს ნიშნავს, რომ ის საკმარისად პატარაა, რათა ყველაზე პატარა გაჯეტებზეც კი იმუშაოს.

52

წინა ვერსიებისგან გასნხვავებით, ახალბედას დაკავშირება მოწყობილობებთან ძალიან მარტივია – ის სიმეტრიულია. ახლა აღარ გვჭირდება ფიქრი, თუ როგორ შევაერთოდ, უკუღმა ხომ არ ვუერთებთ და ა.შ.

2015 წლიდან მოყოლებული, Type-C USB-ს ექნება USB 3.1-ის მხარდაჭერა, რომლის გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 10Gb+ შეადგენს (Gb და არა GB), აქვს მეტი ძაბვა – 100W და 5A. თუ გავითვალისწინებთ, რომ 15-ინჩიანი ნოუთბუქები 60W სიმძლავრეზე მუშაობენ, ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ მათ დატენვას პლანშეტებისა და სმარტფონების მსგავსად – პატარა USB-პორტის გამოყენებით.

უპირატესობები: ერთადერთი ინტერფეისი, რომელზეც შესაძლებელია მონიტორისა ან ტელევიზორის დაკავშირება, ინფორაციის გადაცემა, პერიფერიულ მოწყობილობებთან ურთიერქმედება და აკუმულატორის დატენვა. თვითონ USB Type-C პორტის განთავსება კი სმარტფონის თხელ კორპუსზე იქნება შესაძლებელი.

მას შეუძლია პორტების მთელი “ზოოპარკის” ჩანაცვლება. ამ ინტერფეისის გამოყენება შესაძლებელი იქნება გარე მყარ დისკებთან, პრინტერებთანა და მონიტორებთან დაკავშირება.

Screenshot_11

მისი ერთადერთ უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მას არ ექნება ძველი ინტერფეისების მხარდაჭერა, ანუ მაგალითად მე ჩემს კომპთან ვერ დაკავშირებ 😀

რამდენიმე წელი გავა და ალბათ Type-C მისი წინამორბედების მსგავსად პოპულარული გახდება. თანაც ის ამარტივებს ურთიერქმედებას მოწყობილობებს შორის.

წყარო: cnet


გააზიარე

დაბრუნება Posts