Prynt – სმარტფონის შალითა, რომელიც ფოტოებს ბეჭდავს

დაბრუნება Posts

Prynt – სმარტფონის შალითა, რომელიც ფოტოებს ბეჭდავს


Prynt – სმარტფონის კორპუსის დამცავი პირველი შალითაა, რომელიც არამარტო იცავს მობილურს, არამედ მინიატურული პრინტერის ფუნქციასაც ითავსებს. მას შეუძლია რამდენიმე წამში დაბეჭდოს სმარტფონის კამერით გადაღებული ფოტოები.

საუბარია iPhone-სა და Android-ის ტელეფონებისთვის შექმნილ მსოფლიოში პირველ შალითაზე, რომელშიც ჩამონტაჟებულია კომპაქტური პრინტერი.

ფოტოების დაბეჭდვა შესაძლებელია გალერეაში შენახული ფოტოებიდან, ღილაკზე თითის მხოლოდ ერთხელ დაჭერით.

პროცესი 30 წამი გრძელდება, რაც რამდენჯერმე უფრო სწრაფი შედეგია ლეგენდარული პოლაროიდით ფოტოების შექმნისთვის საჭირო დროსთან შედარებით.

შალითა Prynt მუშაობს ისეთ სმარტფონებთან როგორებიცაა iPhone 5, 5S, 5C, 6, Samsung Galaxy S4 და S5.

http://youtu.be/yri__2Rkqtk

 

http:///youtube.com/watch?v=yri__2Rkqtk


გააზიარე

დაბრუნება Posts