უკრაინაში ცნობილი ბლოგერების მეთაურობით ინტერნეტ-ჯარები გამოჩნდება

დაბრუნება Posts

უკრაინაში ცნობილი ბლოგერების მეთაურობით ინტერნეტ-ჯარები გამოჩნდება


უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი იური სტეცი უკრაინული ინტერნეტ-ჯარების შექმნას გეგმავს, რომლებიც მასებში სიმართლეს გაავრცელებენ.

უკრაინაში ცნობილი ბლოგერების მეთაურობით ინტერნეტ-ჯარები გამოჩნდება

რა მოხდა

ინფორმპოლიტიკის მინისტრი იური სტეცი ბლოგერების საკოორდინაციო ცენტრის შექმნას გეგმავს, რომელიც გაავრცელებს ნამდვილ ან უარყოფს ცრუ ინფორმაციებს აღმოსავლეთში განვითარებული სიტუაციების შესახებ. ამის შესახებ მან 24tv.ua-ს განუცხადა. სტეცი ირწმუნება, რომ უკვე აქვს რამდენიმე ცნობილი ბლოგერის მხარდაჭერა, ადამიანები დაიღალნენ “ტროლებისა” და “ბოტებისგან”, რომლებიც ხალხში პანიკას თესავენ: “ჩვენ გვჭირდება ადამიანების გაერთიანება, რომლებიც სოც. ქსელებში ავტორიტეტით სარგებლობენ და ყავთ გამომწერების (მიმდევრების) დიდი რაოდენობა. ჩვენ გვჭირდება მათი გაერთიანება სამუშაოზე”, – განაცხადა სტეცმა.

რაში გვჭირდება

ერთის მხრივ თვითონ ინტერნეტ-ჯარების იდეა, რომლებმაც სიმართლე უნდა აფქრვიონ, ძალიან მაგრად ჟღერს. მეორეს მხრივ უკრაინა ცუდ მდგომარეობაშია იმ გაგებით, რომ დამცინავად გამოიყურებოდა პრორუსული პროპაგანდისტული მასმედიის საშუალებების ფონზე. უკრაინა საინფორმაციო ომში სამწუხაროდ ბევრად ჩამორჩება დიდ მეზობელს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღნიშნული იდეა მოსაწონია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს!

დეტალები

თუ რამდენი ადამიანი ითანამშრომლებს ინფორმაციის სამინისტროსთან უცნობია: “რაც მეტი – უფრო კარგი. ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება. ყველა გონიერი მომხმარებელი იქნება ჩვენი ინტერნეტ-ჯარი”, – აღნიშნა სტეცმა. ასევე მან დაამატა, რომ ასეთი ბლოგერების საკოორდინაციო ცენტრის შექმნას გეგმავს.

ვინ არის იური სტეცი

უკრაინაში ცნობილი ბლოგერების მეთაურობით ინტერნეტ-ჯარები გამოჩნდება

იური სტეცი – უკრაინელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, უკრაინის მე-7 მოწვევის სახალხო დეპუტატი “ბატკივშინას” პარტიიდან. 2012 წლიდან ის უმაღლესი რადის კომიტეტის წევრი იყო, რომელიც სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მუშაობდა, ხოლო 2014 წლის 2 დეკემბრიდან გახდა უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი. საინტერესოა, რომ თვითონ იდეამ კრიტიკა დაიმსახურა ჟურნალისტების მხრიდან – ბევრმა აქ ცენზურა დაინახა, რუსული როსკომნადზორის მსგავსი. პასუხად სტეცმა განაცხადა, რომ “იქნება უკანასკნელი ადამიანი ქვეყანაში, რომელიც ცენზურის შემოტანას შეეცდება”.


გააზიარე

დაბრუნება Posts