რომელ კომპანიებს აქვს მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტი დანერგილი საქართველოში?

დაბრუნება Posts

რომელ კომპანიებს აქვს მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტი დანერგილი საქართველოში?


საქართველოში მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტის დანერგვას ძალიან დააგვიანდა, დიდი მოლოდინის შემდეგ მარეგილურებელმა კომისიამ სიხშირეებზე აუქციონი გამოაცხადა, თუმცა აღნიშნულ აუქციონზე მონაწილეობა მხოლოდ კომპანია ბილაინმა მიიღო და ყოველგვარი კონკურსის გარეშე ლიცენზია მაინც საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

ბილაინი იყო პირველი კომპანია, რომელმაც 2011 წელს ბაკურიანში მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტის ტესტიტირება მოახდინა, თუმცა ლიცენზიის არ ქონის გამო ვერ ახერხებდა აღნიშნული ქსელის გაშვებას საქართველოს ტერიტორიაზე.

კომპანია ბილაინს არ ჰქონა მესამე თაობის მობილური ინტერნეტის მომსახურება, აღნიშნულ მოსახურებაზე ლიცენზიები არ გაიცემოდა, რადგან უკვე გაყიდული იყოს სხვა მობილურ კომპანიებზე. მესამე თაობის ინტერნეტის არ ქონა ბილაინს არ აძლევდა საშუალებას ყოფილიყო თანაბარ კონკურენციაში სხვა მობილურ კომპანიებთან და დაიწყო მზადება მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტისთვის.

მაგთმა და ბილაინმა 2015 წლის პირველ თებერვალს გაუშვა მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურებ, თუმცა მაგთში საკმაოდ დიდ პრობლემას წააწყდნენ ამ დღდიდანვე: კორპორაციული კლიენტებისთვის გაუქმდა ინტერნეტ პაკეტები, რომლებიც გულისხმობდა ინტერნეტ მეგაბაიტების იაფად ყიდვას, იმ მომხმარებლებს რომლებმაც თუმდაც 31 იანვარს შეძლეს და მოასწრეს პაკეტების შეძენა! პირველ თებერვალს მათი შეძენილი მეგაბაიტების განულდა და თანხა არცერთ მომხმარებელს არ დაბრუნებია.

კომპანია მაგთიმ აღნიშნულ ფაქტზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

პირველ რიგში, გვსურს, განვმარტოთ, რომ ინტერნეტპაკეტების გაუქმება მხოლოდ იმ მომხმარებლებისათვის მოხდა, ვინც ერთიანი სამთავრობო ტენდერის ფარგლებში ღებულობდა აღნიშნულ მომსახურებას, რაც შესაბამისი კონტრაქტით იყო განსაზღვრული და აღნიშნული მომსახურების ვადა 2015 წლის 31 იანვარს იწურებოდა.
შესაბამისად, მომსახურების ვადის ამოწურვის შემდეგ, აღნიშნულ მომხმარებლებს კონტრაქტით განსაზღვრული მომსახურება შეუწყდათ.
მომსახურების ვადის ამოწურვის შესახებ მაგთიკომმა ელ-ფოსტით აცნობა ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას და მათი პასუხისმგებლობა იყო, აღნიშნულის შესახებ ეცნობებინათ საკუთარი თანამშრომლებისათვის. ამგვარად, იურიდიული კუთხით მაგთიკომმა საკუთარი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში შეთავაზებული საფასო პოლიტიკის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მაგთიკომის დადანაშაულება თაღლითობაში და ყაჩაღობაში არაკორექტული და უსაფუძვლოა.

კომპანია მაგთი ამ განცხადების მიუხედავად მინდა ავღნიშნო, რომ კომპანია ვალდებული იყო ვინც წინა დღეებში ყიდულობდა აღნიშნულ მეგაბაიტებს გაეფრთხილება, რომ აღნიშნულ პაკეტებს ვადა გასდიოდათ 31 იანვარს და არა 1 თვეში, როგორც ეს 30 ინვარს შეძენილ მეგაბაიტებზე მისდიოდათ შეტყობინებათ მომხმარებლებს.

რაც შეეხება ბილაინს მეოთხე თაობის ინტერნეტთან დაკავშირებით, მათ გაუშვეს 1 თებერვალს მეოთხე თაობის ინტერნეტი და განაცხადეს, რომ ყველაზე დიდი დაფარვის ზონა მეოთხე თაობის ინტერნეტზე მათ აქვთ.

კომპანია ბილაინის გაცხადება:

✔ 30 ქალაქში ცხოვრება შეიცვლება !
✔ 30 ქალაქში ცხოვრება აჩქარდება !

☛ მეოთხე თაობის (LTE) ინტერნეტს ბილაინის მომხმარებლები საქართველოს 30 ქალაქში ერთდრულად მიიღებენ!

✔ ქალაქებში, თბილისი, ბათუმი , ქუთაისი, თელავი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო, საგარეჯო, ლაგოდეხი, გურჯაანი, სიღნაღი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბაკურიანი, ბორჯომი, ქობულეთი, ფოთი,ზუგდიდი, ხობი, სენაკი, რუსთავი, გორი, მარნეული, გარდაბანი, ხონი, სამტრედია, ზესტაფონი, გუდაური, მცხეთა ბილაინის აბონენტები მეოთხე თაობის უსწრაფეს ინტერნეტეტს 1 თებერვლიდან ერთდროულად მიიღებენ.

✔ ბილაინმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება , რომ მის ინტერესებში შემავალი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა და ტერიტორიული ერთეულების გარდა, მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურება დანერგოს საქართველოს იმ დასახლებულ პუნქტებში სადაც საქართველოს მოსახლეობის – უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, შემდეგი პირობებით:

მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დასახლებული პუნქტების მინიმუმ:
● 30%-ში 2016 წლის 1თებერვლამდე
● 50%-ში 2017 წლის 1თებერვლამდე
● 70% -ში 2018 წლის 1თებერვლამდე
● 90%-ში 2020 წლის 1თებერვლამდე

„ საქართველომ დღეს ახალი ტექნოლიგიების ერაში გაიღვიძა. ეს ის დღეა, რომელსაც ჩვენს აბონენტებთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ველოდით.

განსაკუთრებით მადლობას ვუხდით იმ ლოიალურ აბონენტებს, ვინც ამ წლების განმავლობაში შეინარჩუნა ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენი ბრენდის მიმართ.

იმისთვის, რომ ჩვენმა აბონენტებმა მეოთხე თაობის ინტერნეტით ისარგებლონ, კომპანიამ ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა. ეს არის ყველაზე დიდი სოციალური ინვესტიცია, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა ისარგებლებს.„

– გიორგი ტყეშელაშვილი
ბილაინის გენერალური დირექტორი.

მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ ბილაინს ყველაზე იაფი ტარიფები აქვს მეოთხე თაობის მობილური ინტერნეტის პაკეტებზე

შედარებისთვის მომყავს სამი მობილური კომპანიის ინტერნეტ პაკეტების ტარიფები:

ბილაინი

☛ ლთი ინტერნეტ პაკეტები:

✔ 1 დღიანი ლთი ინტერნეტ პაკეტი: 200 MB – – ფასი 1 ლარი

✔ 7 დღიანი ლთი ინტერნეტ პაკეტი: 500 MB – – ფასი 1 ლარი

✔ 30 დღიანი ლთი ინტერნეტ პაკეტები:
● 300 მეგაბაიტი – – ფასი 3 ლარი
● 1000 მეგაბაიტი – – ფასი 4 ლარი
● 3000 მეგაბაიტი – – ფასი 9 ლარი
● 5000 მეგაბაიტი – – ფასი 15 ლარი

მაგთი

30 მეგაბაიტი- 3 ლარი

500 მეგაბაიტი- 10 ლარი

1000 მეგაბაიტი- 15 ლარი

5000 მეგაბაიტი- 30 ლარი

15000 მეგაბაიტი- 60 ლარი

ულიმიტო- 150 ლარი

ჯეოსელი

100 მეგაბაიტი-5 ლარი

700 მეგაბაიტი- 10 ლარი

1500 მეგაბაიტი- 15 ლარი

3000 მეგაბაიტი-22 ლარი

5000 მეგაბაიტი- 30 ლარი

როგორც ხედავთ ბილაინის ტარიფები გაცილებით იაფია, თუმცა მეოთხე თაობის ქსელი ამ დროისთვის ჯეოსელს მხოლოდ სატესტო რეჟიმში აქვს გაშვებული, გარდა ამისა მაგთის მეოთხე თაობის ქსელით დაფარულია მხოლოდ  თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, გუდაური და ბაკურიანი (აქაც ბილაინმა აჯობა).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების 4G მიწოდებას სამივე მობილური ოპერატორი 2015 წლის 1 თებერვლიდან შეძლებს (თუმცა ჯეოსელს არ გამოუყენებია ეს შესაძლებლობა).

კომისიამ ჰარმონიზებულ დიაპაზონებში (800/900/1800/2100 მგჰ) შპს „მაგთიკომის“ , შპს „ჯეოსელის“  და შპს „მობიტელის“ (მობიტელი იგივე კომპანი ბილაინია)  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ტექნოლოგიური და  მომსახურების ნეიტრალიტეტის პრონციპით 15 წლის ვადით გაგრძელების  და მოდიფიცირების პროცესი დაასრულა.

შპს „მაგთიკომმა“ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ვადის მომდევნო 15 წლით გახანგრძლივებისთვის, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ 154 212 964 ლარი და 91 თეთრი უნდა ჩარიცხოს.

შპს „ჯეოსელმა“ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  ლიცენზიების ვადის მომდევნო 15 წლით გახანგრძლივებისთვის, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ 103 992 505 ლარი და 92 თეთრი უნდა ჩარიცხოს.

შპს „მობიტელმა“ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ვადის მომდევნო 15 წლით გახანგრძლივებისთვის, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპით, საერთო ჯამში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ 30 038 616 ლარი უნდა გადაიხადოს.

საერთო ჯამში სამივე მობილური ოპერატორი 4G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად რადიო სიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიებში საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით 24 თვის განმავლობაში, 2015 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე 288 244 086 ლარს და 83 თეთრს გადაიხდიან.

2020 წლამდე სამივე მობილური კომპანია ვალდებულია სრულიად საქართველო დაფაროს მეოთხე თაობის ქსელით, თუმცა მანამდეც შეუძლიათ გააკეთონ ეს.

რაც შეეხება ტარიფებს, აქ კომპანია ბილაინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეს დღევანდელი დღის გადმოსახედიდანაც კარად ჩანს, ბილაინის შემოსვლის დღიდან საქართველოში იგრძნობა სერიოზული კონკურენცია მობილურ კომანიებს შორის და ბილაინი აქ ფასების დაკლების საკითხში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ბოლო მონაცემებით არც დაფარვის ზონის რაოდენიბით ჩამორჩება დანარჩენ ორ მობილურ კომბანიას.

კომპანია ბილაინი გვპირდება სრულიად განახლებულ ბილაინს, იმედი ვიქონიოთ,რომ ეს იქნება ჩვენთვის “ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის” მომგებიანი სიახლე.

4G ქსელში მონაცემების გადაცემის სიჩქარე, საშუალოდ 5-ჯერ მეტია 3G-ზე. თქვენ მაშინვე იგრძნობთ განსხვავებას:  ვებ-გვერდები იტვირთება მომენტალურად, აუდიო ფაილები 1-2 წამში, ფილმები 2-3 წუთში, ფილმები HD-ხარისხით კი 5-6 წუთში.

 

წყარო:

www.beeline.ge

www.geocell.ge

www.magticom.ge

www.gncc.ge


გააზიარე

დაბრუნება Posts