Apple-მა ყირიმში თავისი ტექნიკის გაყიდვა აკრძალა

დაბრუნება Posts

Apple-მა ყირიმში თავისი ტექნიკის გაყიდვა აკრძალა


ანტირუსული სანქციების გამო ყირიმის მოსახლეობა Visa, Mastercard & AppStore-ის აპლიკაციების გარეშე დარჩა, რიგშია – Gmail, Skype, Firefox & Chrome?

ყირიმი Apple-ის გარეშე

Apple-მა თავისი რუსული იურდიული წარმომადგენლის სახელით – ООО «Эппл Рус» – პარტრნიორ-რეალიზატორებს თავისი ტექნიკისა და მომსახურების ყირიმის ტერიტორიაზე უზრუნველყოფა აუკრძალა.

მიზეზი და შედეგები

მსგავსი შეზღუდვების მიზეზი – აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ობამას მიერ ხელმოწერილი კანონი კრძალავს ნებისმიერი ამერიკული ტექნიკის შეტანასა და მომსახურების გაწევას ყირიმის ტერიტორიაზე. აკრძალვა ძალაში 1 თებერვალს შედის.

Visa & Mastercard

შედარებით ადრე სანქციების შედეგად ყირიმში მოქმედება შეწყვიტა საერთაშორისო საგადასახადო სისტემებმა. კომპანიებმა რუსულ ბანკებს საბარათო ოპერაციების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება გადაცეს.

AppStore

კომპანიამ გაწყვიტა კონტრაქტი ყირიმელ დეველოპერებთან თანამშრომლობის შესახებ. მათი პროგრამები “მარკეტიდან” წაშლილია. ახლა კი, კომპანიებს Apple-თან სამუშაოდ ესაჭიროებად ოფიციალური რეგისტრაციის ადგილის შეცვლა.

რაც შეეხება აღნიშნული ადამიანების მიერ დაწერილ რეიტინგულ აპლიკაციებს, მათ რეიტინგის ამაღლება თავიდან მოუწევთ, მაგრამ მათი წარმომავლობიდან გამომდინარე, მომავალში შესაძლებელია მოხდეს აპლიკაციების ხელახალი წაშლა მარკეტიდან.

რა იქნება შემდეგ?

BBC-ის რუსული სამსახური წერს, რომ ანტირუსულ სანქციებს შეიძლება ასევე მოყვეს Gmail-ისა და Skype-ის აკრძალვა ყირიმში. იგივე შეეხება ამერიკულ პროგრამულ უზრუნველყოფებს – Firefox, Google Chrome & Java.


გააზიარე

დაბრუნება Posts