ყველა საუკეთესო ტექნიკა CES 2015-ის კონფერენციიდან

დაბრუნება Posts

ყველა საუკეთესო ტექნიკა CES 2015-ის კონფერენციიდან


2015 წლის 6-9 იანვრის CES კონფერენციაზე უამრავი საინტერესო და რევოლუციუირი ტექნოლოგიური სიახლეები ვიხილეთ, ჩვენ ამ პოსტში გაგაცნობთ კონფერენციაზე დაანონსებულ საუკეთესო მოწყობილობებს.

Samsung S9W

სამსუნგის SUHD რკალისებური ჭკვიანი ტელევიზორების ოჯახის წარმომადგენელი, რომელსაც გააჩნია 82 ინჩიანი 4K რეზოლუციის ეკრანი,Tizen ოპერაციული სისტემა, არაორდინარული 21:9 ასპექტის რაციონი, ინტეგრირებული Sony Playstation Now, სამსუნგის Milk სერვისები.

Samsung-curved-UHDTV-704x400samsung_s9w

 

Mercedes F 015

მერსედესმა თვითმავალი მანქანის კონცეფცია წარმოადგინა, რომელიც ავტომატური მართვის გასაკუთრებული ტექნოლოგიებითაა წარმოდგენილი, მანქანის ერთხელ დამუხტვით 685 მილის გავლას შეძლებთ, მანქანა გათვლილია 4 კაცზე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საჭე მართოს მძღოლმა, მანქანაში რამოდენიმე ეკრანია განთავსებული.

03-Mercedes-Benz-F-015-Luxury-in-Motion-680x379 14C1540_025

 

Nikon D5500

Nikon-ის ახალი თაობის DSLR კამერა, 3.2 ინჩიანი სენსორული LCD ეკრანით, 24.2 მეგაპიქსელიანი CMOS სენსორით, PINCH ზუმი, WiFi-ის მხარდაჭერა, GPS ნავიგაცია, ნავიგაციის ღილაკები და 1080p ვიდეო გადაღება 60 კადრით წამში.

nikond5500_nowm phpigsx3r

 

Dell XPS 13

Dell-მა წარმოადგინა თავისი 13.3 და 11 ინჩიანი Sharp IGZO ეკრანებით კომპაქტური კორპუსის მქონე UltraBook-ები, ეკრანის რეზოლუცია შეადგენას 3200×1800 პიქსელს, ინტელის მეხუთე თაობის Core i პროცესორები, 15 საათიანი ბატარიის გამძლეობა, 4 და 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 256 გიგაბაიტიანი SSD მეხსიერება.

Dell-XPS-13-Ultrabook-Refresh-Is-Sleeker-Adds-Intel-Broadwell-469179-3 xps-13-6.png-e1420594664433

 

Sony 4K Action Cam

სონიმ წარმოადგინა GoPro Hero 4-ის სერიოზული კონკურენტი”Action” კამერა, 4K ვიდეო გადაღებით 30 კადრი წამში, 1080p ვიდეო გადაღებით 120 კადრი წამში, 720p ვიდეო გადაღებით 240 კადრი წამში. კამერა წარმოდგენილია 12.8 მეგაპიქსელიანი Exmor R სენსორით და Zeiss ფართო ხედვის კუთხის ლინზებით, სტერეო ხმის ჩაწერით, ელექტრონული სტაბილიზაციით, Bionz-X პროცესორით და წყალგამძლე კოსპუსით.

max_2_up_676147 Sony_Action_Cam_FDR-X1000V-tech-boom.com-03

 

Razer Forge TV

Razer-მა წარმოადგინა 100 დოლარიანი TV მიკრო სათამაშო კონსოლი, რომელზეც შესაძლებელია PC და Android თამაშების გაშვება. კონსოლი წარმოდგენილია Qualcomm-ის 4 ბირთვიანი Snapdragon 805-ის პროცესორით, Adrenod 420 რაფიკული პროცესორით, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით.

razer-forge_01 razer-forge-tv-combines-android

 

Sony Walkman ZX2

სონის აღნიშნული Walkman-ი წარმოდგენილია 4 ინჩიანი 854 x 480 პიქსელ რეზოლუციის ეკრანით, 24 ბიტიანი 192 კილოჰერციანი FLAC, 60 საათიანი მუსიკის მოსმენის რეჟიმი, 128 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება და ანდროიდ ოპერაციული სისტემა. მოწყობილობის ფასი 1120 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

cd74bceb15790fbb72479abadf9cffa21 sony-walkman-zx2

 

Sony X900 4K TV

სონიმ წარმოადგენა სუპერ თხელი 4.7 მილიმეტრი სისქის ჭკვიანი ტელევიზორი, რომელიც მუშაობს “Android 5.0” “leanback UI” ოპერაციულ სისტემაზე. ტელევიზორი წარმოდგენილია 55,65 და 75 ინჩიანი ეკრანებით, რომელსაც ამუშავებს სონის სპეციალური “X1” პროცესორი.

55/65/75 ინჩიანი 4K რეზოლუციის LCD “TRILUMINOS” ეკრანი, სისქე 4.7 მილიმეტრი, S-Force სუპერ მძლავრი აუდიო სისტემა,”Android 5.0″ “leanback UI” ოპერაციულ სისტემა, ხმოვანი ბრძანებები და PlayStore მარკეტი, “SONY BRAVIA X1″პროცესორი, ინტეგრირებული “Google Cast”, PS3-ის თამაშების გაშვება, ულტრა თხელი ჩარჩო, 3D სუპერ რეზოლუციით ჩვენება, ენერგო დაზოგვის ტექნოლოგია, USB 2.0, MHL 3, HDMI, ინტეგრირებული Wireless LAN, WiFi, Opera ბროუზერი, ვიდეო პროცესის მაქსიმალური ჩვენება 4K 60p, IR Blaster.

sonyap_ces_gadget_show_02_jc_150106

 

Huawei Honor 6 Plus

სმარტფონს, Honor 6 Plus-ს აქვს 5.5 ინჩიანი IPS LCD ეკრანი 1080P რეზოლუციით, სმარტფონს ამუშავებს Kirin 925-ის 8 ბირთვიანი პროცესორი 1.8GHz სიხშირით (პროცესორის წარმოდგენილია 4 ძლიერი და 4 შედარებით სუსტი ბირთვებით), გრაფიკული პროცესორი “Mali T628MP4”, 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16/32 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება (შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტით), 3600Mah ბატარეა და ოპერაციული სისტემა “Android 4.4.4.

Huawei “სიმეტრიული ორმაგი კამერის ტექნოლოგიით” გვპირდება, რომ მას აქვს საუკეთესო კამერა სმარტფონების ისტორიაში.

სმარტფონის კორპუსის უკანა მხარეს წარმოდგნეილი ორმაგი 8 მილიონი პიქსელის მქონება კამერა, თითოეული პიქსელის ზომაა 1.98 მიკრონპიქსელი, კამერებს შეუძლიათ გადაიღონ 13 მილიონი პიქსელის ზომის ფოტო, მაქსიმალური დიაფრაგმის ზომაა F0.95 და მინიმალური დიაფრაგმის ზომაა F16, კამერას ამუშავებს SLR კლასის ISP პროცესორი.

წინა კამერა წარმოდგენილია სონის 5 ლინზიანი, 8 მილიონი პიქსელით და ფართო ხედვის კუთხით, თითოეული პიქსელის ზომაა 1.4 მიკრონპიქსელი.

honor6plus_1 honor6plus-11

 

Asus ZenFone 2/Zoom

ASUS-მა ორი შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი წარმოადგინა,სმარტფონები 64 ბიტიანი პროცესორებითაა აღჭურვილი, რომლებსაც ირველად სმარტფონების ბაზარზე 4GB ოპერატიული LPDDR3 მეხსიერება გააჩნიათ.

Asus ZenFone 2/Zoom-ის ტექნიკური მახასიათებლებია:

  • ეკრანი: 5.5 ინჩიანი FHD, Corning Gorilla Glass 3, oleophobic coating
  • პროცესორი: 4 ბირთვიანი 64 ბიტიანი Intel Atom Z3580, 2.33 გიგაჰერც სიხშირით
  • გრაფიკული პროცესორი: PowerVR Series 6 – G6430
  • ოპერატიული მეხსიერება: 2GB და 4GB
  • შესანახი მეხსიერება: 16/32/64/128GB, შესაძლებელია მეხსიერების გაზრდაც
  • კამერა:  13/5 მეგაპიქსელიანი, 5 ლინზიანი, F2.0 დიაფრაგმა, PixelMaster ტექნოლოგიით(რომელიც 400 პროცენტით ნათელ ფოტოებს იღებს ღამის რეჟიმით) და ორმაგი LED განათებით (Zenfone Zoom-ს განსხვავდება კამერის ტექნიკურ მონაცემებში:  F2.7 დიაფრაგმა,3X ოპტიკური ზუმით(12X ზუმის ეფექტით), 10 ლინზიანი,ლაზერული ავტოფოკუსით, ოპტიკური სტაბილიზაციით)
  • ბატარეა: 3000 მილიამპერი საათში
  • ოპერაციული სისტემა: ანდროიდ 5.0
  • სიმ ბარათის სლოტი: ორი
  • LTE ქსელების მხარდაჭერა
  • ფასი: 199-399ამერიკული დოლარი

1420490579_468654_1420490733_noticia_normal Capture-600x340

Alcatel One Touch Watch

Alcatel-მა წარმოადგინა შესანიშნავი ჭკვიანი მაჯის საათი Android Wear ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც თავსებადია Android და iOS მოწყობილობებზე. საათის ზუსტი ტექნიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია.

alca2-188819df3ce95160 alcatelonetouchwatch

 

HP Pavillion მინი კომპიუტერი

HP-მა წარმოადგინა მინი დეკსტოპ კომპიუტერი,  რომელიც 2,06 დიუმის სიმაღლისაა და 725 გრამს იწონის, მუშაობს Windows 8.1 ოპერაციულ სისტემაზე. კომპიუტერი წარმოდგენილია Interl Core i3 პროცესორით, USB 3.0, DisplayPort და HDMI პორტებით. კომპიუტერი წარმოდგენილია 500 გიგაბაიტიანი HDD და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.

B6nAm82CMAExJaq hp-710x434

 

HP Zvr

HP-ის ეს შესანიშნავი Zvr ვირტუალური რეალობის ეკრანი წარმოდგნილია 23,6 ინჩიანი 1080p რეზოლუციით, პასიური 3D სათვალეების გამოყენების მხარდაჭერა.სტილუსი, რომელიც საშუალებას იძლევა მართოთ გამოსახულების ობიექტები. ეკრანს აქვს ოთხი კამერა, რომელიც მომხმარებლის თავის მოძრაობებს აფიქსირებს.

HPZVRhero-623-80 hp-zvr-right-facing-2-1500x1000

Nvidia Tegra X1

Nvidia-მ სუპერ მძლავრი მობილური ჩიპი წარმოადგინა. პროცესორს საოცრად დაბალი ენერგომოხმარება აქვს და  დესკტოპის ტერაფლოპ სიმძლავრის წარმადობით იმუშავებს.

Nvidia CEO-მ Jen-Hsun Huang-მა აღნიშნულ პროცესორს “სუპერჩიპი” უწოდა. Tegra X1 წარმოდგენილია 256 Maxwell გრაფიკული ბირთვებით , 8 ბირთვიან 64-bit CPU პროცესორსა და 4K ვიდეო შესაძლებლობას 60 კადრით წამში 60 ჰერც სიხშირეზე.

Nvidia-X1-results_w_600 tegra-x1-specs

 

სტატია მოამზადა: ნოდარ სიხარულიძემ


გააზიარე

დაბრუნება Posts