2014 წლის ყველაზე მაღალ “მეგაპიქსელიანი” სმარტფონები

დაბრუნება Posts

2014 წლის ყველაზე მაღალ “მეგაპიქსელიანი” სმარტფონები


როდესაც საქმე ციფრულ ფოტოგრაფიას ეხება, მომხმარებლები უყურებენ მეგაპიქსელებს და ჰგონიათ ხარისხი დამოკიდებულია მეგაპიქსელების რაოდენობაზე, რაც 2014 წლის სმარტფონების ტენდეციაზე აისახა, თუმცა ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველაზე მაღალ მეგაპიქსელიანი სმარტფონები სხვა ტექნიკური დეტალებითაც იმსახურებენ დადებით შეფასებას.

Panasonic: Lumix CM1

სმარტფონი, რომელსაც აქვს სუპერ კამერის ტექნოლოგიები, მას აქვს 20 მეგაპიქსელიანი მაღალ სენსიტიური 1 ინჩის ზომის “MOS” სენსორი, F2.8 დიაფრაგმა, 28 მილიმეტრიანი LEICA DC ELMARIT-ის ლინზები, VENUS პროცესორი (სპეციალური პროცესორი კამერისთვის), 4K ვიდეო გადაღება, ISO 15600 და LED განათება.

სმარტფონის ცუდი მხარეა მისი კორპუსის დიზაინი, ის საკმაოდ მოუხერხებლად ჯდება ხელში და ჯიბეში. რაც მთავარია, სმარტფონი ძალიან ძვირია.

panasonic-lumix-cm1-22655743-6697105284-vs09-

SONY: Xperia Z3, Xperia Z2, Xperia Z1, Xperia Z3 Compact და Xperia Z1 Compact

აღნიშნული სმარტფონების კამერა წარმოდგენილია 20.7 მეგაპიქსელიანი სონის წარმოებული “IMX220” 1/2.3 ინჩის ზომის “BSI CMOS” სენსორით, სონის წარმოებული “G” ლინზებით, სონის წარმოებული “BIONZ” პროცესორით (სპეციალური პროცესორი კამერისთვის), ISO6400-ISO12800, 4K ვიდეო გადაღება (გამონაკლისია Z1-ის სერია), F2.0 დიაფრაგმა, 8x ციფრული ზუმი, 3x უდანაკარგო ზუმი, “SteadyShot” ვიდეო სტაბილიზაცია, სურათის სტაბილიზაცია და მეოთხე თაობის LED განათება.

სონის ეს შესანიშნავი სმარტფონების სია გამოირჩევა ლამაზი დიზაინით, მძლავრი ტექნიკური მონაცემებით, მისაღები ფასით, შეგეძლებათ გადაღება წყალში და შეიძლება ითქვას ცუდი მხარე არ სმარტფონებს არააქვს.

Sony-Xperia-Z3-whitexperia-z3-compact-black-1240x840-2f1d546fc795ff2d1295547982a23cb4

 

NOKIA/MICROSOFT: LUMIA 930

სმარტფონის კამერა წარმოდგენილია 20.1 მეგაპიქსელიანი 1/2.5 ინჩის ზომის “BSI CMOS” სენსორით,26 მილიმეტრიანი “ZEISS-ის 6 ლინზით, F2.4 დიაფრაგმით, ISO4000,  “PureView” ტექნოლოგია, ორმაგი LED განათება, ოპტიკური სტაბილიზაცია, 4X უდანაკარგო ზუმი და 4K ვიდეო გადაღება (დამატებულია ბოლო განახლებაზე).

ნოკიას მშვენიერი სმარტფონი, შესანიშავი დიზაინით და მძლავრი ტექნიკური მონაცემებით, მისი უარყოფითი მხარეა ბატარეის სისუსტე.

930-design-post-in-line4lumia-930-h

 

Meizu: MX4 და MX4 Pro

სმარტფონების კამერა წარმოდგენილია სონის წარმოებული 20.7 მეგაპიქსელიანი “IMX220” (1/2.3 ინჩის ზომის  “BSI CMOS” ) სენსორით, 4x ციფრული ზუმი, ორმაგი LED განათება, ლურჯი მინის IR ფილტრი, 4K ვიდეო გადაღება და F2.2 დიაფრაგმა.

Meizu-ს ამ მიმზიდველ სმარტფონებს ვერ უპოვით მინუსს.

meizu-mx4-promeizumx4progray

 

Motorola: Moto MAXX და Droid Turbo

სმარტფონების კამერა წარმოდგენილია სონის წარმოებული 20.7 მეგაპიქსელიანი “IMX220” (1/2.3 ინჩის ზომის “BSI CMOS”) სენსორით, F2.0 დიაფრაგმა, ISO1600, მესამე თაობის ორმაგი LED განათება, ციფრული სტაბილიზაცია და 4K ვიდეო გადაღება.

მოტოროლას შეუძლია ამ სმარტფონით თამამად გაუწიოს სხვა ბრენდის მსგავსი ტიპის სმარტფონებს კონკურენცია.

Moto_Maxx

 

Samsung: Galaxy K Zoom

სმარტფონის კამერა წარმოდგენლია სონის წარმოებული 20.7 მეგაპიქსელიანი “IMX220″ (1/2.3 ინჩის ზომის CMOS” ) სენსორით, F3.1 დიაფრაგმა, მესამე თაობის LED და Xenon განათება, ოპტიკური სტაბილიზაცია, 10x ოპტიკური ზუმი, 24 მილიმეტრიანი სამსუნგის წარმოებული ლინზა, ISO3200 და 1080P ვიდეო გადაღება.

სამსუნგის ეს სმარტფონი ტექნიკური მონაცემებით და დიზაინით კონკურენციას ვერ უწევს ზემოთ აღნიშნულ სმარტფონებს, თუმცა კამერა აქვს კონკურენტუნარიანი.

Samsung-Galaxy-K Samsung-Galaxy-K-Zoom

 

ნოდარ სიხარულიძე

 


გააზიარე

დაბრუნება Posts