Google-მა ახალი Nexus 6 წარმოადგინა
რამდენიმე წუთის წინ კომპანია გუგლმა ახალი სმარტფონი Nexus 6 წარმოადგინა, რომელიც მოტოროლას ბაზაზეა აწყობილი. 5.9 ინჩიანი სმარტფონი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით და რაც მთავარია 3200 mah-ანი ბატარეით. მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია 13 მეგაპიქსელიანი კამერა და უახლესი ანდროიდის სისტემა კოდური სახელით “ლოლიპოპი”. სმარტფონის ფასი 645 აშშ დოლარის ექვივალენტი იქნება.