To Do აპლიკაციები სმარტფონებისათვის

დაბრუნება Posts

To Do აპლიკაციები სმარტფონებისათვის


სმარტფონების მფლობელებს გაუმართლათ, რადგან ყოველდღიური წვრილმანების, საყიდლების სიების,  მნიშვნელოვანი შეხვედრების და სხვა დეტალების ორგანიზებისათვის მობილურ ტელეფონებში კუსტარულად დაინსტალირებული, სტანდარტული  ორგანაიზერებისა და ბლოკნოტების გარდა to do აპლიკაციების ფართო არჩევანიც აქვთ.
დღესდღეობით, სხვადასხვა appstore -ბზე ასობით ამგვარი აპლიკაცია დევს, თუმცა ვიდრე დაინსტალირებას გადაწყვეტდეთ, ჯობს კარგად გაერკვეთ მათ შესაძლებლობებსა და თავისებურებებში,  რადგან ზოგიერთი მათგანი იმდენად ჩახლართულია, რომ შესაძლოა საქმის გამარტივების ნაცვლად, დამატებითი დროის დახარჯვა  სპეციფიკაციების გარკვევაში მოგიწიოთ.
ქვემოთ წარმოდგენილ სიაში განხილულია საუკეთესო აპლიკაციები, რომლებიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია.

1. პირველ ადგილს ამ სიაში აუცილებლად Wunderlist -ის აპლიკაცია დაიკავებს, რადგან სხვებთან შედარებით შემდეგი უპირატესობები აქვს: ყველა ძირითად პლატფორმას ერგება, იქნება ეს iOS, ანდროიდი,Windows Phone თუ ვები, მაკინტოში თუ ვინდოუს 8.  Wunderlist -ს ელეგანტური და მარტივად აღქმადი დიზაინი აქვს, მასში გარკვევა დიდ დროს არ წაგართმევთ და რაც მთავარია, უფასოა. არსებობს ფასიანი ვერსიაც, რომელსაც დავალებების ულიმიტო დელეგირება და ფაილების ატვირთვის ფუნქცია მოყვება, მაგრამ ფასიანი თუ უფასო, ეს აპლიკაცია ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო დანაწევრებულ კონტროლს და სპეციფიკურ მახასიათებლებს თავაზობენ მომხმარებელს, wunderlistძლიერ, გამართულ, მულტიფუნქციურ დავალებებზე გათვლილ, კროს-პლატფორმულ ხერხს გთავაზობთ თქვენი დღის სამართავად.

wunderlist

2. ToDoIst
Todoist კიდევ ერთი ხარისხიანი, კომფორტული დიზაინის მქონე ორგანაიზერია. მისი ფასი წელიწადში 29 $ -ია და ისეთ საბაზისო კომპონენტებს შეიცავს,  როგორიც არის ძიების ფუნქცია, რიმაინდერი, ელექტრონული ფოსტის  მეშვეობით დავალებების დამატება და ა.შ.   გარდა ამისა, Todoist -ის მეშვეობით შეგიძლიათ ლოკაციაზე დაფუძნებული ლეიბლები და ფილტრები გამოიყენოთ თქვენი დავალებებისათვის. მაგალითად, როდესაც მაღაზიაში შეხვალთ, აპლიკაცია შეგახსენებთ რა უნდა იყიდოთ და ა.შ.

Todoist_Premium

3. Any.Do

როგორც Any.do-ს ავტორები ირწმუნებიან, ამ აპლიკაციის უნიკალობა მის “მომენტალურობაში”  მდგომარეობს. მას გააჩნია ფუნქცია, რომელიც ყოველ დილას გატყობინებთ, რომ დღე უნდა დაგეგმოთ. ასევე, ANY.DO  ლინგვისტური გადამუშავების უნარითაც არის აღჭურვილი – “Call Mom”, რომელიც უკავშირდება სატელეფონო აპლიკაციას და რეკავს მითითებულ ნომერზე. თუმცა, დიზაინი და კომფორტულობის ხარისხი საკმაოდ დასახვეწია.

anydo1

 4.OmniFocus

OmniFocus-ს ხანდახან ორგანაიზერების ფერარისაც უწოდებენ. ძალიან დახვეწილი და კარგად სტრუქტურირებული აპლიკაციაა, მაგრამ, სამწუხაროდ მხოლოდ მაკინტოშსა და iOS -ს ერგება. გარდა ამისა საკმაოდ ძვირადღირებულია.

OmniFocus-Mac-Contexts-Big

5. Gtasks

რაც შეეხება ამ აპლიკაციას, მისი ყველაზე ძლიერი მხარე Gmail-სა და  Google  კალენდართან ინტეგრაციაა. თუკი გუგლი თქვენი ცენტრალური სამუშაო ადგილია, მაშინ Gtasks ნამდვილად კარგი არჩევანია. ანდროიდ აპლიკაცია მარტივ გზას გვთავაზობს სიების შესადგენად და გადასანაცვლებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ლიმიტირებულია ანდროიდებსა და ვებ-გვერდზე. ამასთანავე, თავისი სიმარტივის გამო, სავარაუდოდ ეს აპლიკაცია, მაქსიმუმ საყიდლების სიის შესადგენად გამოგადგებათ.

image-03-700x393


გააზიარე

დაბრუნება Posts